Belive

მონფილსი როლან გაროსს გამოტოვებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გაელ მონფილსი როლან გაროსზე თამაშს ვერ შეძლებს. 35 წლის ფრანგმა ჩოგბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ინფორმაცია დაადასტურა. როგორც ცნობილია, მონფილსს ქუსლზე მცირე ქირურგიული ჩარევაც დასჭირდება. მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ამბობს, რომ დაზიანება აპრილში, მონტე-კარლოს მასტერსზე მიიღო, რის შემდეგაც მას კორტზე ნორმალურად გადაადგილებაც უჭირდა. მონფილსი ბოლოს კორტზე 3 მაისს გავიდა. მადრიდის მასტერსზე ის ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის დედაქალაქში გამართული მასტერსი 19 წლის კარლოს ალკარაზმა მოიგო. სულ ცოტა ხნის წინ, გაელ მონფილსის მეუღლემ, ელინა სვიტოლინამ სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივარს აცნობა, რომ ოქტომბერში წყვილი შვილს ელოდება.  

სხვა სტატიები