Belive

მოსკოვის ტურნირის ტრიუმფატორი ანდრეი რუბლევია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გასულ მოსკოვში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირი დასრულდა, სადაც წარმატების მიღწევა ახალგაზრდა რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლევმა მოახერხა. რუბლევს ჩემპიონობისათვის საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია, მან ნახევარფინალურ ეტაპზე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი, მარინ ჩილიჩი 2-სეტში დაამარცხა. რაც შეეხება მეორე ფინალისტს, ადრიან მანარინოს მან ჩოგბურთის გულშემატკივარს ფინალამდე შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა, თუმცა ანალოგიურის გაკეთება საფინალო შეხვედრაში ვერ მოახერხა. რუბლევმა პირველი მოგებული სეტის შემდეგ მისი საფინალო მეტოქე ადრიან მანარინო მეორე სეტში მშრალზე დატოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:0 რუბლევის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

სხვა სტატიები