Belive

მსაჯთან შელაპარაკების გამო სერენა უილიამსი გეიმით დასაჯეს

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სერენა უილიამსსა და ნაომი ოსაკას შორის გამართული ამერიკის ღია პირველობის ფინალი სკანდალური გამოდგა. პორტუგალიელმა მსაჯმა, კარლოს რამოსმა მასთან გამართული რამდენიმე კამათის გამო უილიამსი გეიმით დასაჯა, რითაც ნაომი ოსაკას ორგეიმიანი, ფაქტობრივად გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. ყველაფერი მეორე სეტში დაიწყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა ტრიბუნებიდან სერენას მთავარი მწვრთნელის მხრიდან კარნახი დააფიქსირა. მალევე გაბრაზებულმა უილიამსმა საკუთარი გეიმის წაგების გამო ჩოგანი დაამტვრია, რასაც მორიგი გაფრთხილება მოჰყვა - ეს კი ქულის შემცირებას გულისხმობდა. ქულის შემცირებამ სერენა კიდევ უფრო მეტად ააღელვა და მსაჯთან ხანგრძლივი მონოლოგი მოჰყვა, სადაც მან კარლოს რამოსი ქულის წართმევის გამო მას ქურდი უწოდა. საბოლოოდ, რამოსმა სერენა უილიამსა გეიმით დასაჯა და 4:3-ის ნაცვლად, ანგარიში ოსაკას სასარგებლოდ 5:3 გახდა.

წყობილებიდან გამოსულმა სერენამ თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო და 2 სეტში, ანგარიშით - 2:6, 4:6 დამარცხდა.

სხვა სტატიები