Belive

ნადალი დამარცხებულია - ალკარასი მადრიდში ჯოკოვიჩთან ითამაშებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში კარლოს ალკარასმა რაფაელ ნადალი 3 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 6:2; 1:6; 6:3 დაამარცხა. ახალგაზრდა ესპანელი ჩოგბურთელი ტურნირის ნახევარფინალში კიდევ ერთ ლეგენდას, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ალკარასმა ნადალთან შეხვედრაში ბრეიკის შესრულება 4-ჯერ მოახერხა და კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კარლოსმა გამოცდილი თანამემამულე მესამე ცდაზე დაამარცხა, წინა ორი თამაში კი ნადალს ჰქონდა მოგებული.

ბასილაშვილის, ნორისა და ნადალის დამარცხების შემდეგ, როგორც უკვე მოგახსენეთ, 1/2-ფინალში ალკარასი ნოვაკს შეხვდება. 19 წლის ესპანელი ჯოკოვიჩს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები