Belive

ნადალი ჯოკოვიჩს: "თამაში თუ უნდა, ვაქცინის გაკეთება მოუწევს"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რაფაელ ნადალი მიიჩნევს, რომ ATP-ის ყველა მოთამაშეს, მათ შორის ნოვაკ ჯოკოვიჩს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ სერბმა ჩოგბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ვაქცინის წინააღმდეგია.
"ყველა თავისუფალია და ვერავის ვერაფერს მოვთხოვთ, თუმცა სიმართლე ისაა, რომ იმ წრის წესებს უნდა დავემორჩილოთ, რომელ წრეშიც ჩვენ ვართ. ასე რომ, თუ ტური მოთამაშეებს უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის ვაქცინის გაკეთებაზე დაავალდებულებს, ჯოკოვიჩს მაღალ დონეზე სათამაშოდ ამის გაკეთება მოუწევს. ახლა მასზე ვსაუბრობ, მაგრამ ვგულისხმობ ყველას, ისევე როგორც ჩემს თავს," - განაცხადა ნადალმა.
 

სხვა სტატიები