Belive

ნადალი: "ნიკოლოზი კარგი ჩოგბურთელია"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ATP თასის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უპირისპირდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ნომერთან, რაფაელ ნადალთან 2 სეტში დამარცხდა - 6:3; 7:5. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი მე-2 სეტში 2:5-ს აგებდა, თუმცა ორი ბრეიკ პოინტი შეასრულა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. რაფაელ ნადალმა თამაშის შემდეგ ბასილაშვილზე ისაუბრა: "ნიკოლოზი ძალიან კარგი ჩოგბურთელია. სეზონის პირველი შეხვედრა მარტივი არ გამოდგა. ბოლო სეტში ორმაგი ბრეიკით 5:2-ს ვიგებდი, თუმცა ნიკოლოზი კარგად ათამაშდა და მეც შეცდომებს მოვუხშირე."

სხვა სტატიები