Belive

"ნადალი-ფედერერს ყველა უყურებს, ნადალისა და მე-80 ჩოგნის თამაში კი არავის აინტერესებს" - პერესმა სუპერ ლიგა საჩოგბურთო ანალოგიით დაიცვა

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეის გასამართლებლად ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელების, როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის ანალოგია მოიყვანა.
"ახლა მდიდრები კარგავენ ბევრ ფულს და ისინი ამ სტატუსსაც შეაჩერებენ. ეს არის პირამიდა: თუ ზედა ნაწილში არის ფული, პირამიდა იშლება და ის ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. თუ ზედა ნაწილში ფული არ არის მაშინ ის ფსკერისთვის საერთოდ არ იარსებებს. თუ ნადალი ფედერერს ეთამაშება, მატჩს ყველა უყურებს, ხოლო თუ ნადალი მსოფლიოს მე-80 ნომერს უპირისპირდება, ეს არავის აინტერესებს. ნამდვილ ფეხბურთს ანარჩუნებენ უდიდესი კლუბები - ყოველთვის ასე იყო. კრიშტიანუ და მესი შესანიშნავი იყო, არა მხოლოდ მადრიდული და ბარსელონური კლუბებისთვის, არამედ ესპანური ფეხბურთისთვის და ზოგადად, ფეხბურთისთვის. ფული მოდის იქიდან, სადაც არის კონკურენცია და დაძაბული მატჩები. თქვენ უნდა მოაწყოთ ფედერერი-ნადალის მატჩები ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს", - თქვა ახალი, არშემდგარი ტურნირის იდეის ავტორმა.
Roger Federer (L) and Rafael Nadal
სუპერ ლიგის შექმნის იდეასთან დაკავშირებით, თავისი აზრი თავად ესპანელმა ჩოგბურთელმაც დააფიქსირა: "უკაცრავად, მაგრამ მე არ მაქვს მკაფიო აზრი. ლაპარაკი კი იმის შესახებ, რაც 100 პროცენტით არ მესმის, არ მსურს. არ მინდა კომენტარის გაკეთების დროს მცდარი ნაბიჯები გადავდგა. ამ პანდემიის გამო, ზოგადად სპორტი ეკონომიკურად მთელს მსოფლიოში ცვლილებებს განიცდის, და ლოგიკურია, რომ გადაწყვეტილებები იქნება. ეს შესაძლოა სწორი ან არასწორი იყოს, ამიტომ როდესაც ჩემს აზრს გამოვთქვამ, ვცდილობ მაქსიმალურად ინფორმირებული ვიყო", - თქვა 34 წლის სპორტსმენმა. ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეას ხელი 12-მა გრანდმა მოაწერა, მოგვიანებით კი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურების შემდეგ, ყველა მათგანმა ტურნირი დატოვა.

სხვა სტატიები