Belive

ნადალი: "ფინალში ტიმს ვქომაგობდი"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა 2020 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დაცვა შესანიშნავად და დამაჯერებლად მოახერხა, ეჭვი მხოლოდ საფინალო შეხვედრაში გააჩინა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულდა. რაფაელ ნადალმა საფინალო შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რომელ ჩოგბურთელს ქომაგობდა აღნიშნულ მატჩში, კონკრეტული პასუხი გასცა: "ცხადია, რომ ფინალში დომინიკ ტიმს ვქომაგობდი - გამომდინარე იქედან, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მე კვლავ მსოფლიოს პირველ ნომრად დავრჩებოდი",- განაცხადა რაფამ. შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში პირველობა დაიბრუნა, ესპანელი მატადორი კი ახლა უკვე მისი მდევრის როლშია.  

სხვა სტატიები