Belive

ნადალი, როგორც შეუპოვარი | ბრწყინვალე "ქამბექების" შემდეგ მოგებული ტურნირები

2 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში რაფაელ ნადალი რომ ოქროს ასოებითაა "უკვე" ჩაწერილი, ამ საკითხზე საპირისპირო აზრი არ არსებობს. ესპანელი ჩოგბურთელი 3 ივნისს 35 წლის გახდება და შეიძლება ითქვას, რომ აწ უკვე, მინიმუმ ვეტერანის სტატუსთან ახლოსაა, თუმცა ამის მიუხედავად გულშემატკივრებისა და ჩოგბურთის მოყვარულების გაოცებას, საკუთარი სახელის კიდევ უფრო დიდ უკვდავყოფას მაინც ახერხებს.  16 მაისს, "მატადორმა" რომის მასტერსის ფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დაამარცხა და მეათედ(!) მოიგო აღნიშნული ტურნირი, რაც მისი კარიერის 88-ე ტიტული გახლდათ. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის რომის მასტერსზე ნადალი დენის შაპოვალოვის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი ჩამორჩენით აგებდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ჩოგბურთის მოყვარულებს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით თიხაზე და პუბლიკას ე.წ. "ქამბექიც" შესთავაზა, რაც პირველი ნამდვილად არ ყოფილა.
ინფორმაციისთვის: ესპანელს საოცარი ჩამორჩენა აქვს აღმოფხვრილი - 2011 წლის როლან გაროსზე, მაშინ, როცა მისი მეტოქე პაბლო ანდუხარი 5:1-ს იგებდა, საკუთარ მოწოდებაზე 40:0-ზე სამმაგი სეტპოინტი ჰქონდა, თუმცა ნადალმა აღნიშნული გეიმიც დააბრეიკა და მთლიანად სეტიც და თამაშიც საკუთარ აქტივში მიითვალა.
გთავაზობთ 4 ტურნირს, რომელზეც ნადალს საკმაო ჩამორჩენა ჰქონდა მეტოქესთან და საბოლოოდ არამხოლოდ გამარჯვების, არამედ იმ ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

2006 წლის რომის მასტერსი - ფინალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ



2009 წლის ინდიან უელსი - ნადალი, არგენტინელი ჩოგბურთელის, დავიდ ნალბანდიანის წინააღმდეგ


ნადალი 1

2017 წლის ბეიჯინგის 500-ქულიანი ტურნირი - ნადალი ლუკა პუიეს წინააღმდეგ



2021 წელი რომის მასტერსი - ნადალი დენის შაპოვალოვის წინააღმდეგ



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაფაელ ნადალმა, მიუხედავად რიგ შემთხვევებში მეტოქესთან ანგარიშში მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა, ჩამოთვლილი ტურნირების ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. 34 წლის ესპანელი კვლავ ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ქარიზმასა და სულისკვეთებას, შესაბამისად მისი გულშემატკივარი კვლავ ელოდება მისგან არაერთი ტიტულის მოგებას. წინ როლან გაროსია, რომელიც 24 მაისს აიღებს სტარტს, ესპანელი ჩოგბურთელი კი ფრანგული დიდი სლემის ტურნირის მე-14-ედ მოგებას შეეცდება.  

სხვა სტატიები