Belive

ნადალი: "უიმბლდონამდე აღარსად ვითამაშებ"

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დასრულდა საფრანგეთში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირი - როლან გაროსი, რომელიც "ტრადიციულად" რაფაელ ნადალის გამარჯვებით დასრულდა, მან კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა, აქედან 12 კი როლან გაროსია. მოგებული ტიტულის შემდეგ რაფამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უიმბლონამდე დასვენებას აპირებს. "ყველამ იცის, რომ ბალახზე თამაში ნამდვილად მიყვარს, თუმცა ისიც ყველამ იცის, რომ ჩემთვის გადაბმულად რამდენიმე კვირის თამაში საკმაოდ რთულია, 10 წლის წინ ეს ნამდვილად შემეძლო, თუმცა დღეს უკვე აღარ... ამის გამო გადავწყვიტე, რომ უიმბლდონამდე არცერთ ტურნირზე არ ვიასპარეზებ, მაქსიმალურად სწორი და ჯანსაღი დატვირთვით ვივარჯიშებ და შევეცდები, რომ სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში შევხვდე დიდი სლემის ტურნირს", - განაცხადა რაფამ. ნადალმა უიმბლდონის ტიტული ბოლოს 2010 წელს მოიგო, 1 წლის შემდეგ ანუ 2011 წელს მან ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ დამარცხდა, მას შემდეგ კი ესპანელი მატადორი უიმბლდონზე ფინალშიც კი არ გასულა, მან ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: "გასულ წელს უიმბლდონის ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დამაკლდა, ზოგადად 2011 წლის შემდეგ ფინალში არ მიასპარეზია, რა შემიძლია გავაკეთო ამის გამოსასწორებლად? რა შემიძლია შეცვალო? ალბათ ის, რომ ვივარჯიშო მაქსიმალურად სწორად, ჯანსაღად და არ დავტვირთო საკუთარი თავი ოფიციალური შეხვედრებით. თუ ზომიერად დასვენებული შევხვდები უიმბლდონს, მგონია რომ წარმატების მიღწევაში ეს ყველაფერი ხელს შემიწყობს", - ამ სიტყვებით რაფამ ჟურნალისტებთან საუბარი დაასრულა.  

სხვა სტატიები