ნადალის ზედიზედ მე-2 მარცხი ტიმის წინააღმდეგ

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალი (2) B ჯგუფის მე-2 შეხვედრაში დომინიკ ტიმს (3) დაუპირისპირდა.

გამოცდილი ესპანელი ჩოგბურთელი დღეს მძიმე ბრძოლაში, 2 სეტში – 6:7; 6:7 დამარცხდა. დაპირისპირება 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და მოთამაშეებმა მხოლოდ თითო-თითო ბრეიკი შეასრულეს.

ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ტიმს უკვე 2 მოგება აქვს, ხოლო ნადალი რუბლიოვთან გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა.

დომინიკი და რაფაელი 2020 წელს ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ, ორივე შემთხვევაში კი გამარჯვება 27 წლის ავსტრიელს დარჩა.

(67)

ნადალის ზედიზედ მე-2 მარცხი ტიმის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-