Belive

ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და რომის მასტერსი მეათედ მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რომის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში, ანგარიშით 7:5, 1:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსის მოგება კარიერაში მეათედ შეძლო. რაც შეეხება ნოვაკს, სერბი ფინალში მეთერთმეტედ გავიდა და მეექვსედ დამარცხდა. ნადალმა დღევანდელი გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 245 085 ევრო მიიღო, ჯოკოვიჩმა კი - 600 ქულა და 145 000 ევრო. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, რომელმაც გასულ წელს ფინალში დიეგო შვარცმანს მოუგო.



 

სხვა სტატიები