ნადალმა ფავორიტი სპორტსმენი დაასახელა

რაფაელ ნადალმა ფავორიტი სპორტსმენი დაასახელა. შესაძლოა ბევრისათვის გასაკვირი აღმოჩნდეს, მაგრამ რაფა ნადალის ფავორიტთა შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, ლებრონ ჯეიმსი და სხვა გამორჩეული სპორტსმენები.

რაფაელ ნადალმა ფავორიტ სპორტსმენად გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი დაასახელა.

“დიდი ხანია, იგი ჩემი ფავორიტი სპორტსმენია. მისი ფანი ვარ. უკანასკნელ წლებში ტაიგერს საკმაოდ მძიმე პერიოდი ედგა და გუშინდელი გამარჯვებით უზომოდ გამახარა. გრანდ სლემის ტრიუმფით დასრულება, განსაკუთრებით აუგუსტაში ალბათ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე უბრალოდ ძალიან, ძალიან გახარებული ვარ.”

“ის რაც ტაიგერს გასულ წელს შეემთხვა ინსპირაციის წყაროა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასათვის. იგი თვალსაჩინო მაგალითია პროფესიონალიზმის, სპორტის სიყვარულისა და თავდადების”, – აღნიშნა რაფა ნადალმა.

(1098)

ნადალმა ფავორიტი სპორტსმენი დაასახელა

სტატიის ავტორი
-