Belive

NBA-ის მსგავსად ჩოგბურთიც გადაიდო - ბოიკოტი გრძელდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
27 აგვისტოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საპლეიოფო დაპირისპირებების 3 თამაში ბოიკოტის მიზეზით გადაიდო. ბოიკოტის მიზეზი ვისკონსინის შტატში პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკის დაჭრაა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო ტალღას ჩოგბურთელებიც შეუერთდნენ - პანდემიის შემდეგ პირველი 1000-ქულიანი ტურნირი ცინცინატის მასტერსია, რომელიც დასკვნით ფაზაშია გადასული, თუმცა ჩოგბურთელები მსგავსად კალათბურთელებისა ბოიკოტის ნიშნად კორტზე არ გამოვლენ. შეგახსენებთ, ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალურ წყვილებს - ნოვაკ ჯოკოვიჩი რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება, ხოლო სტეფანოს ციციპასი ბედს მილოშ რაონიჩთან გაარკვევს.  

სხვა სტატიები