ნიკ კირგიოსი: “მაყურებლების გარეშე არ ვითამაშებ”

მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე “აქტუალური” და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტის შემქმნელი, ნიკ კირგიოსი საჩოგბურთო სამყაროს შესაძლო სამომავლო გეგმაზე კომენტარს აკეთებს.

ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ სამომავლო გეგმად ჩოგბურთის უმაღლეს ორგანიზაციებში ცარიელ ტრიბუნებს მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის განხილვა იმის შესახებ, თითქოს საჩოგბურთო ტურნირების დიდი ნაწილი უმაყურებლოდ ჩატარდება.

უმაყურებლოდ ჩატარებას არამხოლოდ ჩოგბურთში, არამედ სხვა უამრავ სპორტის სახეობაშიც, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტსმენისაგან მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება, მათ შორისაა კალათბურთის მოქმედი ლეგენდა – ლებრონ ჯეიმსიც.

რაც შეეხება ნიკ კირგიოსს, რომელსაც კორტზე ნამდვილი სანახაობის მოწყობა შეუძლია, მან განაცხადა, რომ თუ დიდი სლემის რომელიმე ტურნირი უმაყურებლოდ ჩატარდება, მონაწილეობაზე უარს განაცხადებს.

“არცერთ დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მონაწილეობას არ მივიღებ”

“გულშემატკივრები და ზოგადად მაყურებლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, პირადად მე მაყურებლის გარეშე არ ვითამაშებ”, – აცხადებს ახალგაზრდა ავსტრალიელი.

 

(26)

ნიკ კირგიოსი: “მაყურებლების გარეშე არ ვითამაშებ”

სტატიის ავტორი
-