ნიკ კირგიოსი თვლის, რომ ენდი მარი ჯოკოვიჩზე უკეთესი ჩოგბურთელია

მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება თუ ვინ არის საუკეთესო ჩოგბურთელი. ნადალი, ჯოკოვიჩი თუ როჯერ ფედერერი.

ბერძენმა მოთამაშემ ნიკ კირგიოსმა კი განაცხადა, რომ ენდი მარი, ნოვაკ ჯოკოვიჩზე უკეთესი ჩოგბურთელია.

ბერძენი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინალური საქციელით და განცხადებებით.

კირგიოსმა ახსნა თუ რატომ არის ენდი მარი ჯოკოვიჩზე უკეთესი: “ჯოკოვიჩი ჩემი ჩაწოდებისას ყოველთვის “დოჯბოლს” მეთამაშება და სწორედ ამ ხერხით ცდილობს ქულების მოპოვებას, რაც ჩემთვის არასპორტული საქციელია. იგივეს ენდი მარი არასდროს აკეთებს და მისი თამაშის სტილი, ჯოკოვიჩისაზე ბევრად უკეთესია.”

კირგიოსმა და მარიმ, კარანტინის დროს ერთმანეთთან ვიდო ზარით ისაუბრეს და ამ თემას სწორედ ამ ზარის დროს შეეხნენ.

(165)

ნიკ კირგიოსი თვლის, რომ ენდი მარი ჯოკოვიჩზე უკეთესი ჩოგბურთელია

სტატიის ავტორი
-