Belive

ნიკ კირგიოსმა ნოვაკ ჯოკოვიჩს დასცინა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
24 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა - ნიკ კირგიოსმა, ჟურნალისტთან საუბრისას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს დასცინა. ნიკ კირგიოსი: ჩემი ოცნებაა, რომ მოვიგო 2 ოლიმპიადის ოქროს მედალი და 5 დევისის თასი, ისე როგორც ჯოკოვიჩმა ჟურნალისტი: კი, მაგრამ ჯოკოვიჩმა მოიგო 2 ოლიმპიადის ოქროს მედალი და 5 დევისის თასი?! ნიკ კირგიოსი: არა, ისიც ამაზე ოცნებობს.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯოკოვიჩმა და სერბეთის ნაკრებმა ATP თასზე გამარჯვება მოიპოვეს .

სხვა სტატიები