Belive

"ეგოისტი ორგანიზატორები" - კირიოსის და ჯოკოვიჩის პროტესტი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურმა და ეპატაჟურმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა აშშ-ს ჩოგბურთის ფედერაცია ამერიკის ღია პირველობის არასწორი ორგანიზების გამო გააკრიტიკა. "ცხადია, ამერიკაში მცხოვრები ადამიანები ტურნირის ჩატარებას დაჟინებით მოითხოვენ და ორგანიზატორებიც არ ეწინააღმდეგებიან. ეგოისტები. მე ავსტრალიაში ჩასაფრენად სპეციალური სამედიცინო მომზადება მჭირდება, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ორი კვირა კარანტინში უნდა გავატარო", - დაწერა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა Twitter-ში. ცოტა ხნის წინ, ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციამ დიდი სლემის ტურნირის დაწყება 31 აგვისტოს დააანონსა. კირიოსი ერთადერთი ჩოგბურთელი არაა, ვინც ტურნირის ამ პერიოდში ჩატარება ნეგატიურად შეაფასა - აშშ-ს ღია პირველობა შესაძლოა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოტოვოს. სერბი, ბევრი მისი კოლეგის მსგავსად, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზებით უკმაყოფილოა.

სხვა სტატიები