Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბუელის ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP კიცბუელს (ავსტრია) პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ რაუნდში არგენტინელი, ფედერიკო დელბონისი იყო. სამწუხაროდ, ნიკოლოზი 2 სეტში – 5:7; 3:6 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. ნიკოლოზ ამ ტურნირზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას, მას ბოლო 10 მატჩში 8 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები