Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალიდან გამოვარდა! მსოფლიოს მე-20 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე რაუნდში მსოფლიოს მე-15 ჩოგანთან, ბერძენ  - სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში (3:6. 6:3, 6:7, 4:6 ) დამარცხდა და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიის ღია პირველობაზე, წინა წელს დაფიქსირებული მესამე რაუნდი იყო, წელს კი მან იგივე შედეგი გაიმეორა. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს მომდევნო ტურნირებზე.

სხვა სტატიები