Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია, ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, ბრალს ძალადობაში სდებს. საქართველოს პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ცნობილია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოწერილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე - გამოძიების მტკიცებით, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. როგორც ცნობილია, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შსს-ში ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ.

სხვა სტატიები