Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს უშანსოდ გამოეთიშა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაიში მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც პირველ ეტაპზე ლიეტუველ რიკარდას ბერანკისთან გაიმარჯვა, თუმცა მეორე ეტაპზე გერმანელი ჟან ლენარდ შტრუფი მისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. ქართველი ჩოგბურთელი ისევე როგორც პირველ, ასევე მეორე სეტშიც უშანსოდ დამარცხდა. 19 წუთში დათმობილ პირველ სეტს, რომელშიც ნიკამ მხოლოდ 1 გეიმის მოგება მოახერხა, 20 წუთში დათმობილი მეორე სეტი მიემატა, რომელშიც ნიკამ ერთი გეიმის მოგებაც ვეღარ მოახერხა - შესაბამისად, ქართველი ჩოგბურთელი ჯამში უმოკლეს დროში, 39 წუთში, ანგარიშით - 6:1, 6:0 დამარცხდა. ნიკამ ვერც გასულ წელს მოპოვებული ქულების დაცვა მოახერხა, ამისათვის მას ზემოთ ხსენებულ შეხვედრაში მოგება ესაჭიროებოდა.

სხვა სტატიები