Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსზე | ვინ იქნება ქართველის მეტოქე

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან საჩოგბურთო სამყარო მასტერსის ტიპის ტურნირს, ინდიან უელსს მიადევნებს თვალყურს. ტურნირზე მონაწილეობას ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მიიღებს, გარდა "დიდი ტრიოსი" - ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი 2021 წლის ინდიან უელსის ტურნირზე არ იქნებიან. 1000-ქულიან ტურნირზე საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც თამაშს მეორე წრიდან დაიწყებს. ბასილაშვილის მეტოქე ამ ეტაპისთვის გარკვეული არაა, თუმცა ვიცით წყვილი, რომლის გამარჯვებულიც ნიკოლოზს გაუწევს ოპონირებას. ქართველ ჩოგბურთელს კრისტოფერ იუბანკსისა და იგორ გერასიმოვის წყვილის გამარჯვებული შეხვდება.

სხვა სტატიები