Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 57-ე ჩოგანთან - ლასლო ჯერესთან 2 სეტში, ანგარიშით 2:6, 0:6 დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი სერბ მეტოქეს კარიერაში მეხუთედ დაუპირისპირდა, აქამდე ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2 იყო. ფინალში ჯერეს მეტოქე ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც დღეს ტეილორ ფრიცს მოუგო. კალიარის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ლასლო ჯერეა – სერბმა გასულ წელს ფინალში მარკო ჩეკინატო დაამარცხა.



 

სხვა სტატიები