ნიკოლოზ ბასილაშვილი კეი ნიშიკორს დაუპირისპირდება

გრძელდება საფრანგეთში, მეცის 250 ქულიანი ტურნირი, სადაც ასპარეზობას განაგრძობს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ნიკა ტურნირის ¼-ფინალურ ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე კეი ნიშიკორი იქნება.

შეხვედრა იაპონელ ჩოგბურთელსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის, დღეს 21 სექტემბერს, 20:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დაწყების დრო შეიცვალოს და უფრო დაგვიანდეს.

კეი ნიშიკორი Vs პეტერ გოიოვჩუკი

გამოცდილმა იაპონელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, გუშინდელ ორთებრძოლაში გერმანელი გოიოვჩუკი გამოამშვიდობა ასპარეზობას.

პირველ სეტში ვერცერთმა ჩოგბურთელმა ვერ მოახერხა ბრეიკის უპირატესობის მოპოვება, ტაი-ბრეიკზე კი იაპონელმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 7:4 მოახერხა და სეტის საბოლოო ანგარიში 7:6(4) დააფიქსირა.

მეორე სეტში, საწყის 4 გეიმში 3 ბრეიკი შესრულდა, რომელთაგან ორის ავტორი კეი ნიშიკორი გახლდათ, ეს უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასე გამოიყურება: 7:6(4), 6:3 – ნიშიკორის სასარგებლოდ.

(967)

ნიკოლოზ ბასილაშვილი კეი ნიშიკორს დაუპირისპირდება

სტატიის ავტორი
-