Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალიდან კორტს უბრუნდება

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ხვალ, 17 სექტემბერს, საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ასპარეზობას მეცის ტურნირზე გააგრძელებს. 250 ქულიანი მეცის ტურნირი 17 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ჩვენებურის პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება, რომელიც დღეს გაირკვევა. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო ნიშნულზეა, იგი მსოფლიო რეიტინგის 31-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც მისი მხრიდან უკანასკნელ ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის დამსახურებაა, მან მოახერხა 500 ქულიანი ჰამბურგის ტურნირის მოგება და ასევე დიდი სლემის ტურნირის კერძოდ კი - ამერიკის ღია პირველობის მეოთხე ეტაპზე გასვლა, სადაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა რაფა ნადალის წინააღმდეგ, რომელსაც სეტიც კი მოუგო. სპორტული პორტალი Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს და შემოგთავაზებთ მისი უკლებლივ ყველა თამაშის განხილვასა და საუკეთესო მომენტებს.

სხვა სტატიები