Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ლიონის ჩელენჯერის ნახევარფინალში ოჟე-ალიასიმს (28) დაუპირისპირდა. ქართველი ჩოგბურთელი ურთულეს ბრძოლაში - 6:2; 6:7, 4:6 დამარცხდა და ფინალში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. პირველი სეტის მარტივად მოგების შემდეგ, ნიკოლოზს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა, მე-2 სეტში ნიკოლოზს 4:4-ზე სამმაგი ფარული მატჩ პოინტიც კი ჰქონდა ჰქონდა, თუმცა ჩოგბურთელმა ძალიან რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ ტაიბრეიკზე დამარცხდა - 6:7. რაც შეეხება მე-3 სეტს, ყველაფერი თითქოს მე-2 ტაიბრეიკამდე მიდიოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ბასილაშვილი მე-7 გეიმში დაბრეიკდა, ოჟე-ალიასიმმა კი საქმე ბოლომდე მიიყვანა - 4:6.

სხვა სტატიები