Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირის 1/8 ფინალშია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს მაიამის მასტერსის მე-3 რაუნდის თამაშები ჩატარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე რობინ ჰაასეს (75) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 7:6; 6:3. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიელ მეტოქესთან 14 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზი მაიამის ტურნირის მერვედფინალში ჰურკაჩსა (54) და აუგერ-ალიასიმეს (57) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები