Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ეტაპზეა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის პირველი რაუნდი გადალახა. მან 5 სეტიან დრამატულ ბრძოლაში ალიაჟ ბედენე დაამარცხა 6:2, 4:6, 2:6, 6:2, 4:6. თამაშში, რომელიც 3 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა, ნიკამ გადამწყვეტ სეტში საკუთარი მოწოდება დაკარგა, თუმცა წონასწორობა უმალვე აღადგინა და საბოლოოდ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. ნიკა შემდეგ შეხვედრას 30 აგვისტოს, თბილისის დროით 03:00 საათზე გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი, ამერიკელი ჯეკ სოკი იქნება. Live.ge-ს სახელით ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებებს ვუსურვებთ.

სხვა სტატიები