Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-8 ჩოგანთან დამარცხდა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის ღია პირველობას მე-2 ეტაპიდან გამოეთიშა. მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი, მსოფლიოს მე-8 ჩოგანი და უიმბლდონის ფინალისტი კევინ ანდერსონი გახლდათ, რომელმაც ნიკა სამ სეტში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 6:7 (6:8), 3:6.  ანდერსონის სასარგებლოდ. ნიკოლოზის შემდეგ კვირაში პარიზის ტურნირზე დაიწყებს ასპარეზობას და აღნიშნული ტურნირი მისთვის 2018 წელს უკანასკნელი იქნება.

სხვა სტატიები