Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე წყვილთა თანრიგში დამარცხდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
12 მაისს, სტარტი აიღო რომის მასტერსმა, რომელიც ATP-ის 1000-იანთა თანრიგიდანაა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) ტურნირის პირველ დღეს უნგრელი მარტინ ფუქსოვიჩი (34) ორ სეტში - 6:1; 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა რომში დღეს წყვილთა თანრიგშიც გააგრძელა. ნიკოლოზი, რომელიც რადუ ალბოტთან ერთად თამაშობს, დღეს ჰენრი კონტინენთან და ჯონ პეერსთან დამარცხდა - 5:7; 3:6. ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე ასპარეზობას ერთუელთა თანრიგში გააგრძელებს, სადაც ხვალ მე-2 წრის თამაშს გამართავს.

სხვა სტატიები