Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის მე-3 ეტაპზეა!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 26-ე პოზიციაზეა, რაც გასულ წელს პეკინის 500-ქულიანი ტურნირზე მოპოვებული ტიტულის "დაუცველობის" შედეგია. ქართველი ჩოგბურთელი შანხაის მასტერსზე ასპარეზობს, ის პირველ რაუნდში რადუ ალბოტს შეხვდა, რომელსაც 3-სეტიან ბრძოლაში გაუმკლავდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ფრანგი მეტოქე - ბენუა პერი ელოდა. ბასილაშვილმა პერის ბარიერიც დაძლია, მან ფრანგი ოპონენტი 3-სეტში, ანგარიშით - 6:4, 1:6, 6:1 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე დიდი ალბათობით დომენიკ ტიმი იქნება, სწორედ ამ უკანასკნელმა შეძლო და წლევანდელ პეკინის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

სხვა სტატიები