ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალშია (ვიდეო)

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, კერძოდ კი – მეცის ტურნირზე ასპარეზობს.

გუშინ მან წყვილთა თანრიგში, რადუ ალბოტთან ერთად, ფრანგული დუეტის ბარიერი 3 სეტში გადალახა.

რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, პირველი შეხვედრაში ქართველის მეტოქე ფრანგი კენი დე შეპერი გახლდათ. ქართველი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, როგორც გუშინ წყვილთა თანრიგში, ასევე დღეს ერთეულთა თანრიგში, დე შეპერის წინააღმდეგ შეხვედრა ნიკას სასარგებლოდ 2 სეტში ანგარიშით – 6:2, 7:6 (7:0) დასრულდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ფრანგ უგო უმბერტსა და ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შორის გაირკვევა.

LIVE.GE-ს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ ჩოგბურთელს მომდევნო ეტაპებზე.

(2224)

სტატიის ავტორი
-