Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს პირველ რაუნდში გამოეთიშა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ში სტარტი აიღო ცინცინატის მასტერსმა, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ჩოგბურთელი მონაწილეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) თავისი პირველი შეხვედრა ანდრეი რუბლევთან (70) გამართა. კარგი სტარტისა და პირველი სეტის მოგების (7:6) მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ზედიზედ 2 სეტში დამარცხდა - 4:6; 2:6. რუბლევი აღნიშნულ დაპირისპირებაში საოცრად აწოდებდა. რუსმა ჩოგბურთელმა 16 ეისი შეასრულა. ბასილაშვილმა ეს მხოლოდ 3-ჯერ გააკეთა. ანდრეი რუბლევი ცინცინატის მასტერსის შემდეგ რაუნდში გრიგორ დიმიტროვსა და სტენ ვავრინკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები