Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას ძირითადი ბადიდან იწყებს, მისი მეტოქე 29 წლის სლოვენიელი ალიაჟ ბედენეა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 78-ე პოზიციას იკავებს. ქართველი მოთამაშე პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის - რაფაელ ნადალის ბადეშია. იმ შემთხვევაში თუ ნიკა გადალახავს პირველ სამ რაუნდს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან - მეორე რაუნდში ჯეკ სოკი, შემდეგ კი ბრიტანელების "იმედი" კაილი ედმუნდი, მას რაფაელ ნადალის პირისპირ მოუწევს დადგომა. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ჩოგბურთელს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები