Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბუთელის ყოფილი მეუღლე - ნეკა დოროკაშვილი, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს რუსთავი 2-ის ეთერში აკეთებს. "ქონებრივი დავა ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ ყოფილა, ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ მოვაგვარეთ. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად და აქ მოხდა ეს ამბავი. მიზეზი ჩემთვისაც ამ წუთამდე გაურკვეველია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად და არასრულწლოვანის (შვილის) თანდასწრებით ფიზიკურად გამისწორდა ნიკა და მისი მამა. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლა კიდევ სხვადასხვა სახის ექსპერტიზები მიმდინარეობს.  ნამდვილად არ ველოდი მას თუ გირაოთი გაათავისუფლებდნენ. ნიკას მამას არ ვიცი რა მოუვიდა, როდესაც ჩემს შვილს მივაკითხე, ჩემს დანახვაზე ძალიან გაცხარდა და გამოგვეკიდა ორივეს ერთად "იარაღით", რა სახის "იარაღი" იყო მე ზუსტად ვერ დავინახე, თუმცა თვითონ იძახის რომ ეს იყო გიტარა. მე ზუსტად ვერ ვადასტურებ რა იყო, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და ნაჯახს მივამსგავსე. იმდენად გამიკვირდა, რომ არც კი მახსოვს კარგად. ერთი ის მახსოვს, რომ გავიქეცით და მანქანაში ჩავჯექით, ასე ახლა კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ". -  ნეკა დოროკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ, 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო დააკავეს, დღეს კი საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები