Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ზე ასპარეზობს, სადაც პირველ რაუნდში ჯეკ სოკი, ხოლო დღეს ფერნანდო ვერდასკო დაამარცხა. დაძაბულ თამაშში ბასილაშვილმა საკმაოდ გამოცდილი ესპანელის დამარცხება 2 სეტში მოახერხა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკის ხარჯზე ანგარიშით 7:6 (7:3), ხოლო მეორე სეტში ნიკამ დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა, შემდეგ წონასწორობა აღდგა, მაგრამ სეტის ბოლოს ნიკამ შესანიშნავად გამოიყენა პირველივე მატჩ-პოინტი და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე სავარაუდოდ მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი იქნება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და ამჟამად ლაივ რეიტინგში იგი 29-ე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები