Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცინცინატის მასტერსზე ცნობილია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის ATP-ის 1000-იანთა თანრიგის ტურნირს (მასტერსი) იწყებს. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-17 ჩოგანია, პირველ ეტაპზე რუს, ანდრეი რუბლევს (70) დაუპირისპირდება. ქართველის ხვალინდელი მეტოქე კანადურ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის ცინცინატში მე-15 ნომრადაა განთესილი. შეგახსენებთ, რომ ქართველისა და რუსის უკანასკნელი დაპირსპირება ჰამბურგის ტურნირზე შედგა, სადაც ბასილაშვილმა რუბლევი ფინალში, სამ სეტში, დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის დაცვა მოახერხა. რუსის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი გრიგორი დიმიტროვსა (74) და სტეფ ვავრინკას (23) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები