Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2022 წლის უიმბლდონი დასრულდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომრის, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, 2022 წლის დიდი სლემის ტურნირი (უიმბლდონი) დასრულებულია. დიდი სლემის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/16-ფინალში, ბასილაშვილი ნიდერლანდელ - ტიმ ვან რეიტჰოვენთან 3 სეტში: 4:6; 3:6; 4:6 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ასეულს მიღმაა, უკანასკნელ პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და არაერთი სახელოვანი მეტოქე დაამარცხა. ვან რეიტჰოვენის მსხვერპლთა შორის – მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ათეულის ერთი და ოცეულის ორი წევრი მოხვდა. 1/16-ფინალურ ეტაპზე, გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ბასილაშვილიშვილი პირად რეკორდს გააუმჯობესებდა, თუმცა ეს ყველაფერი მინიმუმ 2023 წლის უიმბლდონამდე არ მოხდება. უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე რაუნდია – 2015 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო, 1/16-ფინალში კი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 3 სეტში დამარცხდა. ტიმ ვან რეიტჰოვენის მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მიომირ კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები