Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. წყვილთა თანრიგში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა და რადუ ალბოტმა - ჯო უილფრიდ ცონგასა და უგო უმბერტის წყვილი დაამარცხეს 5:7/6:4/10:8. მერვედფინალური დაპირისპირების პირველი სეტი ცონგა/უმბერტის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამაჯვებით (7:5) დასრულდა. მეორე სეტში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა და რადუ ალბოტმა იგდეს ხელთ ინიციატივა და სეტი გამარჯვებით დაასრულეს (6:4). არანაკლებ დრამატული გამოდგა ტაი ბრეიკი, რომელშიც კვლავ ბასილაშვილმა და ალბოტმა იმარჯვეს (10:8). მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ბასილაშვილისა და ალბოტის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, მეცის ტურნირზე, ერთეულთა თანრიგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი - კენი დე შეპერს 18 სექტემბერს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები