Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს სტარტი აიღო რომის მასტერსმა, რომელიც ATP-ის 1000-იანთა თანრიგიდანაა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (17), რომელიც ტურნირზე განთესილთა შორისაა, პირველ ეტაპზე უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს (36) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში - 6:1; 7:6 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფუქსოვიჩს პირველ სეტში 3 უპასუხო ბრეიკი შეუსრულა და მეტოქე ძალიან მარტივად დაამარცხა. ნიკოლოზი ფუქსოვიჩის განადგურებას მე-2 სეტშიც აგრძელებდა. ქართველს 5:4-ზე მატჩ პოინტიც კი ჰქონდა, თუმცა საკუთარ ჩაწოდებაზე მოულოდნელად დაბრეიკდა. საბედნიეროდ, ბასილაშვილმა ფუქსოვიჩს ტაიბრეიკში მარტივად მოუგო - 7:2. ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერის მე-2 ეტაპზე მიხაილ კუკუშკინსა (40) და ლასლო ჯერეს შორის (32) გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები