Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსის პირველ წრეში მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ტორონტოს მასტერსი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრის შეხვედრა ჯენსონ ბრუკსბისთან (99) 3 სეტში, 2:6; 6:0; 6:4 მოიგო. მიუხედავად თამაშის საწყისი ეტაპის ცუდად ჩატარებისა, ნიკოლოზმა 20 წლის ამერიკელის წინააღმდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ბასილაშვილმა ჯენსონის ჩაწოდებაზე 6 ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ქართველს ჩაწოდებაზე პრობლემები დღესაც ჰქონდა. მან 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველი ჩაწოდების მხოლოდ 46%-ს იყენებდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის 1/16-ფინალში ალექს დე მინორს (22) შეხვდება.

სხვა სტატიები