Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილს პეკინში ურთულესი მეტოქე ეყოლება

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს, პირველ ოქტომბერს, სტარტი აიღო პეკინში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირმა, რომელიც ATP რეიტინგში 500 ქულიან ტურნირთა სიაშია. მოგეხსენებათ, გასულ კვირაში ჩინეთში რამდენიმე ტურნირი მიმდინარეობდა ერთდროულად, თუმცა 250 ქულიანები. ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუში ასპარეზობდა, სადაც იგი ტურნირის მე-3 ნომრად იყო განთესილი, რის გამოც ასპარეზობა პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყო. მისი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი ამერიკელი სემ კიურეი გახლდათ, რომელთანაც ქართველი 2 სეტში დამარცხდა. საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირზე იღებს მონაწილეობას, სამწუხაროდ ბადეში არ გაუმართლა, რადგან პირველ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის ყოფილი 10-ეულის წევრი, ამჟამინდელი მე-17 ნომერი, ამერიკელი ჯეკ სოკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილსა და სოკს შორის აქამდე გამართულ ერთადერთ შეხვედრაში გამარჯვება ქართველმა მოიპოვა - ეს შეხვედრა 2018 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 4 სეტში დაამარცხა ჯეკ სოკი. ბასილაშვილისა და სოკის შეხვედრა 2 ოქტომბერს გამთენიისას 07:00 საათიდანაა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დროის ცვლილებაც. Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკას!

სხვა სტატიები