Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილს უძლიერესი მეტოქე ჰყავს!

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს, 22 ოქტომბერს სტარტს აიღებს ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში მიმდინარე 500-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი. ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ბადეში არ გაუმართლა, ვინაიდან მისი პირველი მეტოქე ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილი, მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი კევინ ანდერსონი იქნება. ბასილაშვილისა და ანდერსონის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზეა დაანონსებული, თუმცა შესაძლოა დრომ გადაიწიოს. LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!  

სხვა სტატიები