Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შესაძლოა ვაშინგტონის ტურნირზე იასპარეზოს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
პირველი ოფიციალური ტურნირი, რომლითაც ATP განახლდება, ვაშინგტონში აიღებს სტარტს და მისი ჩატარება 14-21 აგვისტოს არის დაგეგმილი.
500-ქულიანი ტურნირის მონაწილეთა სიაში ნიკოლოზ ბასილაშვილიცაა, რაც გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ქართველი ჩოგბურთელი შესაძლოა კორტს სწორედ ამ ტურნირით დაუბრუნდეს. ჯერჯერობით ნიკოლოზ ბასილაშვილს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ იგი ვაშინგტონის ATP-ზე მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ამ ტურნირზე დარეგისტრირებულია. ვაშინგტონის ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა დარეგისტრირებულნი არიან ისეთი ცნობილი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: დანილ მედვედევისტეფანოს ციციპასიმილოშ რაონიჩიკარენ ხაჩანოვი, ჯონ ისნერი, კეი ნიშიკორი, მარინ ჩილიჩი და სხვა.

სხვა სტატიები