Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, ბრალს ძალადობაში სდებს. საქართველოს პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, როგორც ამ წუთებში ხდება ცნობილი, დახურული სასამართლო დასრულებულია და ნიკოლოზ ბასილაშვილს ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) 100,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად, ბასილაშვილს 30-დღიანი ვადა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი პატიმრობაში დარჩება. ცნობილია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოწერილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე – გამოძიების მტკიცებით, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. ოჯახური დანაშაულის მსხვერპლისა და ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მედიისა და საზოგადოებისთვის სასამართლო პროცესი დახურული იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ქართველი ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს.  

სხვა სტატიები