Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წელს დაუმარცხებლად განაგრძობს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წელს ფენომენალურად ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი საჩოგბურთო სეზონი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფაქტობრივად ნახევრად გაცდა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოფიციალურად ჩატარებული მატჩების 100% დაასრულა გამარჯვებით. გასულ კვირაში სერბმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ ჩატარებული ცინცინატის ტურნირის შემდეგ, 35-ე მასტერსის ტიპის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება ახალ საჩოგბურთო კვირას, უნდა აღინიშნოს, რომ მომდენო 2-კვირა ფრიად მნიშვნელოვანია გამომდინარე ამერიკის ღია პირველობის დაწყებიდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველი დიდი სლემის ტურნირია. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ამჯერადაც არ გატეხა ნავსი და პირველ რაუნდში მისი მეტოქე დამირ ჯუმჰური 3-სეტში უშანსოდ, ანგარიშით - 6:1; 6:4; 6:1 დაამარცხა. ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ახალგაზრდა ბრიტანელი ჩოგბურთელი კაილი ედმუნდი იქნება.

სხვა სტატიები