Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს!

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, ავსტრალიაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიაში შეშვებას აეროპორტში 5 საათის განმავლობაში ელოდებოდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო საზღვარზე არ შეუშვეს. ვიქტორიას შტატის პრემიერის განცხადებით, ჯოკოვიჩის სავიზო განაცხადი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და შესაბამისად, არავაქცინირებული პიროვნებისადმი გამონაკლისის დაშვება ვერ მოხდება. სამშაბათს ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში შესვლის "სპეციალური ნებართვა მიიღო". მისმა სიტყვებმა ავსტრალიაში დიდი პროტესტი გამოიწვია. ავსტრალიის მოთხოვნით, ტურნირში მონაწილე ყველა ჩოგბურთელი, ორგანიზატორი და მომსახურე პერსონალი ვაქცინირებული უნდა იყოს, ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვაქცინაციისაგან გათავისუფლების ცნობა გააჩნდეს. სერბი ჩოგბურთელის თქმით, სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციების შემდეგ, მას ვაქცინაციისაგან გათავისუფლების ცნობა ჰქონდა მიღებული. ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ტრიუმფატორს ვაქცინაციის სტატუსის შესახებ პასუხი დღემდე არ გაუცია, თუმცა გასულ წელს, სერბმა განაცხადა, რომ იგი ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო. ავსტრალიური მედიის ცნობით, ჯოკოვიჩის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ინფორმაცია განახლებადია...

სხვა სტატიები