Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს..."

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, 250 ქულიანი ATP შეჯიბრი გაიმართა, სადაც ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი - ნოვაკ ჯოკოვიჩი და მსოფლიოს მერვე ჩოგანი - ანდრეი რუბლევი შეხვდნენ, სადაც გამარჯვებული 3 სეტში გამოვლინდა. ბელგრადის 250 ქულიანი შეჯიბრის გამარჯვებული ანდრეი რუბლევი გახდა, რომელმაც საკუთარ კედლებში, 3 სეტში: 2:6; 7:6; 0:6 დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალი საკუთარ სამშობლოში, დაახლოებით 8500 გულშემატკივარის თვალ წინ დათმო. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
სამწუხაროა, რომ მესამე სეტში უენერგიოს ვიყავი და ბრძოლა ვერ მოვახერხე, თუმცა ამ ფინალს დადებითად ვაფასებ, ამ მატჩმა დამანახა უფრო ბევრი პრობლემა, რაც გამოსასწორებელი მაქვს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დავიღალე, ფინალამდე სამი მატჩი მქონდა, სადაც 3 სეტის თამაში მომიწია. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც ფინალში ვნახეთ, ძალიან გადავიღალე. როლან გაროსზე უფრო ძლიერი დავრუნდები, ეს შეჯიბრი ჩემი იმედია და დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ ფორმაში ვიქნები.  ვიცი, რომ არ არის ტრიბუნიდან იმ ყველაფრის ყურება, თუ როგორ აგებს შენი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარ სამშობლოში, ამისთვის ბოდიშს გიხდით, თუმცა მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო.  ანდრეის კი ვულოცავ ჩემპიონობას, მას გასაოცარი კვირა ჰქონდა სერბეთში და კიდევ ერთხელ დაამტკივა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. 

მატჩის მიმოხილვა - ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ანდრეი რუბლევი

სხვა სტატიები