Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "გულშემატკივრები ფედერერს სკანდირებდნენ, მე კი ჯოკოვიჩი ჩამესმოდა"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
14 ივლისს დიდი სლემის ტურნირის უიმბლდონის საფინალო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტრო, როჯერ ფედერერი და პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპისირპირდნენ. დრამატული 5-სეტიანი შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც უიმბლდონი მეხუთედ, ხოლო დიდი სლემის ტურნირი მეთექვსმეტედ მოიგო. საფინალო შეხვედრაში ფედერერს საგრძნობლად მეტი ადამიანი უჭერდა მხარს, ვიდრე ნოლეს, ამასთან დაკავშირებით ბევრმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი, მათ შორის თავად ჯოკოვიჩმაც. "გულშემატკივრები ფედერერს სკანდირებდნენ, მე კი ჯოკოვიჩი ჩამესმოდა, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია და სტიმული იყო, რომ შეხვედრა წარმატებით დამესრულებინა", - განაცხადა მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ასევე იხილეთ: ბეკერი: “ჯოკოვიჩი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს”

 

სხვა სტატიები